საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები

  ერთნაირად მიმზიდველია საქართველოს მთასა და ბარში უხვადგაბნეული ბუნების არაორგანული ძეგლები. ისინი შთამბეჭდავნი არიან თავიანთი გრანდიოზულობითა და სილამაზით, მათ ასევე გააჩნიათ გარკვეული ესთეტიკური და სამეცნიერო ღირებულება. ბუნებამ ზოგიერთი მათგანი წლობით აქანდაკა. საოცარ სანახაობას ქმნის კაცხის დიდებული სვეტი, ბოდორნის კლდის კოშკი და ჭერმის კლდეები, საირმის მეწყერი, მდინარის ვიწრო კანიონები და ვებერთელა ლოდები, კლდეებიდან გადმომდინარე ჩანჩქერები და მოქანავე ქვაქანცალიას თერთმეტტონიანი ლოდი და სხვა. მე დღეს ჩემს სტატიაში მოგიყვებით იმ უმალაზეს ადგილებზე რომელიც უხვადაა საქართველოში, მაგრამ ჩვენ მათზე ბევრი არაფერი ვიცით, ამიტომ მინდა უფრო განვაზოგადო ეს თემა… ❤

პრომეთეს მღვიმე:

პრომეთეს მღვიმე გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს. მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები, მ.შ. გუანოს სქელი ფენა. ჰავა დინამიურია. ჰაერის მოძრაობა მკვეთრად იგრძნობა. მჭიდრო კავშირშია ზედაპირულ ძაბრებთან. გვირაბის ბოლოს არის სიფონი, რომლის სიღრმე 2 მ, ხოლო ტემპერატურა 15°C აღწევს. გვხვდება 58D06838-A038-40D0-B902-8A9342EED304_mw1024_s_nვოკლუზური წყაროები, რომლებიც დაკავშირებული არიან მღვიმურ ნაკადთან. სიფონის მახლობლად მდებარე დარბაზში არის ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია. გუანოში ჭიების სხვადასხვა სახეობებია.მღვიმურ ნაკადს მოსახლეობა იყენებს სასმელად. არსებობს გეგმა, ჭრილები. მღვიმეში გავლა ადვილია. აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვ. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის. ყუმისთავის (პრომეთეს) მღვიმის ახალი დარბაზები აღმოაჩინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა 1984 წლის 15 ივლისს. ყუმისთავის მღვიმის ტურისტულ ობიექტად გადაქცევას ხელი უბიძგა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს, ხოლო 2011 წელს მღვიმე გაიხსნა მნახველებისთვის. ყუმისთავის მღვიმე გამოცხადებულია ბუნების ძეგლად.

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი:

მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტო89128eff7761რიაზე. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

                                                                                       ცუცხვათის მღვიმე:

ქუთაისიდან 214232218594217754 კილომეტრში, ზღვის დონიდან 320 მეტრზე უნიკალური ადგილი ცუცხვათის მღვიმე მდებარეობს. ღვიმე 13 სართულისგან შედგება. პირველი სართული ადამიანისთვის მიუვალია და მდინარე ჭიშურა მიედინება. ეს უნიკალური ნაგებობა ადრეული საუკუნეებიდან არსებობს. მაგალითად მეოთხე სართულიდან დაწყებული ზედა სართულების ჩათვლით, წყალი იკლებს. მეხუთე სართულზე ბრინჯაოს მღვიმეა, მე-11-ზე ცხოველების თავის ქალებია განთავსებული. ამ საოცარ ადგილას შემონახულია ქვითკირის კედლები, ქვევრის ნატეხები. სიძველითა და მრავალსართულიანობით ცუცხვათი ერთ-ერთი პირველი
მღვიმეა მსოფლიოში, მაგრამ სამწუხაროდ ქართველებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და სავარაუდოდ მოსახლეობის 70 %-ს არ უნახავს.

შარეულას ხეობის გამოქვაბული:

სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი მღვი­მე­ე­ბის შემ­დეგ რა­ღა უნ­და გა­გიკ­ვირ­დეს ადა­მი­ანს, მაგ­რამ რა­ჭა­ში, შა­რე­უ­ლას ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ­მა გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­მა ყვე­ლა გა­ა­ო­ცა. საქ­მე ისა­ა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, მაგ­რამ მი­სი უნი­კა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზოგა­დო­ე­ბის­თვის არ იყო ცნო­ბი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მას დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლიც არ ჰყავ­და, ვიდ­რე “ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის” მხარ­და­ჭე­რით ორ­გა­ნი­ზა­ცია “გა­ნე­დი 42”-მა აღ­ნიშ­ნულ ხე­ო­ბა­ში ექ­სპე­დი­ცია არ მო­აწყ­ო. ამა­ვე ფონ­დის მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გია ასე­ვე უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ხვამ­ლის მთა­ზეც.  “ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დმა”5f01fc2afb.images.new_photo.mozaika.buneba.sxva.mgvime-racha-sharaulas-xeoba 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი საგ­რან­ტო კონ­კურ­სი გა­მო­აცხ­ა­და და 60 პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა. მათ შო­რის ერ­თ-ერ­თი იყო სწო­რედ ორ­გა­ნი­ზა­ცია “გა­ნე­დი 42”-ის მი­ერ შე­მო­ტა­ნი­ლი შა­რე­უ­ლას ხე­ო­ბის კვლე­ვის პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც თა­ვი­დან­ვე მი­იქ­ცია ჩვე­ნი ყუ­რადღ­ე­ბა და არც შევ­მცდარ­ვართ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მცი­რე და­ფი­ნან­სე­ბით შევ­ძე­ლით. ამ ხე­ო­ბა­შია ცარ­ცუ­ლი ეპო­ქის კირ­ქვულ ქა­ნებ­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვიწ­რო კა­ნი­ო­ნი, რომ­ლის ფერ­დო­ბებ­ზეც მრა­ვა­ლი მღვი­მე­ა. მღვი­მე­ებ­ში ულა­მა­ზე­სი, უზარ­მა­ზა­რი წყლის სივ­რცე­ე­ბია და უნი­კა­ლუ­რი მა­ნა­თო­ბე­ლი მწე­რე­ბი დაფ­რი­ნა­ვენ. გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია დე­და­მი­წის გრა­ვი­ტა­ცი­ას არ ემორ­ჩი­ლე­ბა. ხე­ო­ბა­ში არის ასე­ვე სა­ყი­ნუ­ლეს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, ჩან­ჩქე­რე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, მათ შო­რის ჭე­ლი­შის მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ამ­ბრო­სი ხე­ლაია მოღ­ვა­წე­ობ­და. ის­ტო­რი­უ­ლი და გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი­ა. ექ­სპე­დი­ცი­ის ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ფი­კუ­რი მოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბით -ფრა­ნი­სა და სა­ვე­ლე ვი­დე­ო­კა­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ეწყო საკ­ვლე­ვი რე­გი­ო­ნის აე­რო­დაზ­ვერ­ვა და შე­იქ­მნა ფო­ტო-­ვი­დეო ბა­ზა, რაც ხელს შე­უწყ­ობს რო­გორც ხე­ო­ბის შეს­წავ­ლას, ასე­ვე მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. აქ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა და ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა.

თამარის კლდე:

ონიდან სოფელი შქმერის გავლით საჩხერის მიმართულებით გადიოდა ისტორიული საქარავნო გზა. ეს მანძილი დაახლოებით 40img_2219 კმ-ია. ისტორიულ წყაროებში სოფელი შქმერი მოხსენიებულია 1071 წ. ნიკორწმინდის წინამძღვრის ჩანაწერებში. შედარებით ახალი აშნებულია: მონჭოხის წმინდა გიორგის, ქოლოსის წმინდა გიორგის და უშოლთის ღვთისმშობლის ეკლესიები. თამარ მეფის კლდის უარყოფითად დახრილ კედელზე შემორჩენილია გამოქვაბული-სამალავი. უძველესი წარმართული სალოცავის გოგუჭის მიმდებარედ 2000 წელს აშენდა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძარი. სოფლის მახლობლად არის უშოლთის კარსტული მღვიმე. მოსახლეობა ტრადიციულად მესაქონლეობას და მეკარტოფილეობას მისდევს. რამდენადმეა განვითარებული მეფუტკრეობა. სოფელ შქმერში მდებარეობს ფერმა “შქმერი ინვესტ”, სადაც აწარმოებენ რძის პროდუქტებს. შქმერი საგრძნობლად დააზარალა 1991 წლის 29 აპრილს მომხდარმა რაჭის მიწისძვრამ. სოფელში არის მანგანუმის მადნის საბადო, მაღალი ხარისხის ყვითელი ქვიშის კარიერი, მრავალსაუკუნოვანი ტყე, ხოლო მდინარეებსა და ტბაში ბუდობს კალმახი. უხვადაა წყაროები.